პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ბრიუსელია - ევროპარლამენტი საქართველოს დეოლიგარქიზაციას კიდევ ერთი რეზოლუციით თხოვს

13.07.22 11:44
პოლიტიკური მოვლენების  ეპიცენტრი ბრიუსელია - ევროპარლამენტი საქართველოს დეოლიგარქიზაციას კიდევ ერთი რეზოლუციით თხოვს

პოლიტიკური მოვლენების  ეპიცენტრი ბრიუსელია - ევროპარლამენტი საქართველოს დეოლიგარქიზაციას კიდევ ერთი რეზოლუციით თხოვს. 

დეოლიგაქრიზაცია ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა, რომელსაც  დასავლეთი საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ითხოვს.

„ასრულებს თუ არა საქრთველო  ევროკავშირის მიერ ნაკისრს ვალდებულებებს“? - ამ მოხსენების ავტორი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი სვენ მიქსერია, რომელიც რამდენიმე წუთში წარადგენს ევროპარლამენტში მოხსენებას საქართველოს შესახებ. მისი ანგარიშის ტექსტშიც კი წერია, რომ უნდა მოხდეს დეოლიგაქრიზაცია საქართველში.

უკვე გამოქვეყნდა რეზოლუციის პირველადი ტექსტი, სადაც 16 პუნქტია ჩამოთვლილი იმისთვის, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 

„ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფესვგადგმული ინტერესთა ჯგუფების, მათ შოპრის ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, რაც კომისიის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტად არის განსაზღვრული და რაც უნდა მოგვარდეს საქართველოს კანდიდატი სტატუსის მინიჭებამდე“. - წერია დოკუმენტში. 

რეზოლუციის პროექტში ხაზგასმით წერია, რომ ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს პოლარიზაციის შესახებ და მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს  ერთობლივად იმუშაონ, რათა ქვეყანამ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ევროპარლამენტარებს 19 აპრილის შეთანხმებაც არ გამორჩენიათ. ევროპარლამენტარები ამ შეთანხმებას საგზაო რუკად აღიქვამენ, რათა უკლებლივ ყველა რეკომენდაცია შესრულდეს.

„ევროპარლამენტი წუხს, რომ პოლარიზაცია კვლავ არის საქართველოს პოლიტიკური გარემოს მახასიათებელი, მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს გააერთიანონ ძალები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი მიზნის გარშემო ამბიციური, დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმები განხორციელების გზით. კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ევროკავშირის შეუამავლობით მიღწეული, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას, საქართველოშ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ.

ევროპარლამენტი მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს საარჩევნო რეფორმა და აღმოფხვრას ხარვეზები, რაც საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების ჩატარებისას გამუდმებით იჩენს თავს და ეს გააკეთოს 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. 

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ მართლმსაჯულების ჭეშმარიტი და საფუძვლიანი რეფორმის განხორციელების მნიშნელობას 2021 წლის შემდგომი სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით“. - წერია დოკუმენტში.

რეზოლუციის ახალ დოკუმენტში კიდევ ერთხელ მოხვდა 5 ივლისის საქმე. ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ არ არიან დასჯილები ძალადობის ორგანიზატორები.

„ევროპარლამენტი გმობს 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარშის“ მშვიდობიანი მონაწილეებისა და ღონისძიების გამშუქებელი ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. მკაცრად გმობს ძალადობას ძალადობის ორგანიზატორების გამოსავლენად გამოძებასა თუ სისხლის სამართლებრივი დევნის არარსებობას. მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ მოწყვლადი ჯგუფების - ქალების, ლგბტქ+ თემისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა“. - წერია დოკუმენტში.

რეზოლუციას, რომელიც შესაძლოა ჩასწორდეს, ევროპარლამენტარების 13 სექტემბერს უყრიან კენჭს. ცოტა ხანში კი ევროპარლამენტში, საქართველოს თემაზე, მორიგი მწვავე დებატები გაიმართება.

მსგავსი სიახლეები