დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, დეივანიშვილიზაციას - გზავნილი ევროპარლამენტიდან
ევროპარლამენტარმა რასა იუნკევიჩიანემ "ქართულ ოცნებას" დაუმარცვლა, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია:
თუ “ქართულ ოცნებას” არ ესმის, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია ნახსენები, მე მათ დავეხმარები გაგებაში. ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას"- თქვა რასა იუნკევიჩიანემ.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს