საქართველო ერთი ადამიანის ტყვეობაშია - ევროპარლამენტარი

13.07.22 12:30
 საქართველო ერთი ადამიანის ტყვეობაშია - ევროპარლამენტარი

საქართველო დღეს ერთი ადამიანის ტყვეობაშია - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები სამწუხაროა. 

ქართველი ხალხი ჩვენს მხარდამჭერას იმსახურებს, მაგრამ მოვლენების განვითარება, როგორც ჩვენი კოლეგისგანაც გავიგეთ, შემაშფოთებელია. ვიტყოდი, რომ საქართველო ერთი ადამიანის ტყვეობაშია და თუ “ქართულ ოცნებას” არ ესმის, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია ნახსენები, მე მათ დავეხმარები გაგებაში. ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას"- განაცხადა დეპუტატმა. 

მისი თქმით, ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სჭირდება.

"ქართველებს სჭირდებათ, რომ აღარ იყვნენ ერთი ადამიანის მძევლები”,- ამბობს ლიეტუველი ევროპარლამენტარი

მსგავსი სიახლეები