სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა ხელფასები გაიზარდა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ახალი კვლევით დასტურდება, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის 92 იურიდიულ პირში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება 2022 წელს გაიზარდა.
ირკვევა, რომ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში მომუშავე 8,406 ადამიანზე მიმდინარე წელს უკვე გაცემული და წლის ბოლომდე გასაცემი შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა 52,237,836 ლარია, რაც რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ჯამური ასიგნებების 24%-ს შეადგენს.
კვლევაში მოხვდა, ზუგდიდის, ფოთის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მესტიის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების შესახებ ინფორმაცია, ასევე მხოლოდ იმ შპს-ების შესახებ რომლებიც სუბსიდიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020-2022 წლებს.
ანგარიში ვრცლად ნახეთ აქ