ერთი ოლიგარქი პოლიტიკურ გარემოზე გავლენის მოხდენას აგრძელებს - მირიამ ლექსმანი

13.07.22 13:02
ერთი ოლიგარქი პოლიტიკურ გარემოზე გავლენის მოხდენას აგრძელებს - მირიამ ლექსმანი

უმწვავეის გზავნილების ევროპარლამენტიდან - მირიამ ლექსმანი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ოპლიგარქიაა და ერთი ადამიანი პოლიტიკურ გარემოზე გავლენის მოხდენას აგრძელებს.

გავლენიანმა ევროპარლამენტარმა მესამე პრეზიდენტისა და ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრები უწოდა და დასძინა, რომ საქართველოში პროდემოკრატიული რეფორმები ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

„საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა, ახლა კი ჩვენ ვხედავთ ბევრ ნეგატიურ პროცესს, რომელიც გავლენას ახდენს ამ ქვეყანაზე. ეს ქვეყანა იყო მოწინავე პოზიციაზე , მაგრამ ახლა ვერ მიიღეს ევროკავშირში წევრობის სტატუსი მოლდოვასთან და უკრაიანსთან ერთად. ამას კი აქვს რამდენიმე მიზეზი, როლმელიც ძალიან მკაფიოდ არის მოყვანილი ანგარიშში . მმართველი პარტია აგრძელებს იგნონირება მოახდინოს 19 აპრილის შეთანხმების. ერთი ოლიგარქი აგრძელებს მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ გარემოზე. სასამართლო რეფორმის გატარება ისევ არ ხდება. ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტებზე თავდასხმა და დე ფაქტო ვხედავთ პოლიტიკურ პატიმრებს - მესამე რპეზიდენტს და ტელეკომპანიის დირექტორს. ეს მოვლენები აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. პროდემოკრატიული რეფორმები არ განხორციელებულა“ - აღნიშნა ლექსმანმა.

ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მსგავსი სიახლეები