ბოლო წლებია საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობა უარესდება, საჭიროა რეფორმები - მარკეტა გრეგოროვა

13.07.22 13:33
ბოლო წლებია საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობა უარესდება, საჭიროა რეფორმები - მარკეტა გრეგოროვა

აუცილებელია სასამართლო რეფორმა და ხარვეზების აღმოფხვრა საარჩევნო კამპანიების დროს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში სვენ მიქსერის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობა უარესდება.

საქართველომ უნდა გააკეთოს საჭირო რეფორმები იქამდე, სანამ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ანუ 2022 წლის ბოლომდე. პირველ რიგში უნდა დასრულდეს ქვეყანაში საარჩევნო რეფორმა და უნდა აღმოიფხვრას ხარვეზები საარჩევნო კამპანიების დროს. აუცილებელია სასამართლო სისტემის ნამდვილი და გულდასმით რეფორმირება. აუცილებელია ანტიკორუფციული სერვისის ქონა, რათა მოხდეს საქმეების ეფექტურად გამოძიება. ეს არის უმნიშნელოვანესი  ნაწილი კორუფციასთან ბრძოლაში, დეოლიგარქიზაციისთვის და სახელმწიფოსათან მიტაცების გზაზე. ბოლო წლებია საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობა უარესდება. იმუშავეთ ერთად, ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია თქვენი ქვეყნისთვის. ვერავინ გააჩერებს ამ პროცესს თქვენს გარდა“. - თქვა მარკეტა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მსგავსი სიახლეები