შეზღუდვებს არ ველოდებით! - გახმაურებული საქმეების მოსამართლეები და პროკურორები მოსალოდნელ სანქციებზე
ეშინიათ თუ არა მოსამართლეებს და პროკურიორებს სანქციების? დღეს გახმაურებული საქმეების მოსამართლეები და პროკურორები პარლამენტში ,,ოცნების" მიერ შექმნილი კომისიის შეხვედრაზე მივიდნენ.
პროკურორი ამირან გულუაშვილი, რომელიც თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეზე ბრალდების მხარეს წარმოადგენს, მათ შორის, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის, "კარტოგრაფების" საქმეებზე, აცხადებს, რომ სანქციებს არ ელოდება.
ელენე ხოშტარიას მიერ შედგენილ დასანქცირების სიაში ყოფნის ბედნიერება მაქვს. ხოშტარიამ შეადგინა ეს სია, მაგრამ როგორც ვიცი, საერთაშორისო დონეზე მას არავინ იხილავს.
ხაზგასმით ვამბობ, რომ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, მედიისთვის საჯაროდ ინფორმაციის მიწოდებისა და საპროკურორო ფუნქციების განხორციელებისათვის წარმოუდგენლად მიმაჩნია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს დაეკისროს რაიმე შეზღუდვა"- განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
დასანქცირებას არ ელოდება არც უამრავი გახმაურებული საქმის მოსამართლე, დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც, არასამათავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, მოსამართლეთა კლანის წევრად აღიქმება.
რატომ უნდა ველოდებოდე სანქციებს? მე ვფიქრობ, რომ სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რომელიც განუხრელად იცავს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, არ არსებობს სანქციების საფუძველი.
ბევრს საუბრობენ სასამართლოში კლანის არსებობაზე, მაგრამ ყველაფერს სჭირდება მტკიცებულებები. - ამბობს გვრიტიშვილი.