საქართველოში მხოლოდ ერთი ოლიგარქია, ბიძინა ივანიშვილი - ანდრიუს კუბილიუსი
როგორც ჩანს, ,,ქართულ ოცნებას" არ ესმის დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობა. საქართველოში მხოლოდ ერთი ოლიგარქია და ეს ივანიშვილია - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და ,,ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა, განაცხადა.
კუბილიუსის თქმით, ,,ქართულ ოცნებას" ან არ ესმის, ან ვერ ხვდება, რა არის, რას ნიშნავს ევროკავშირის 12 პუნქტი, რისი რეკომენდაციაც საქართველოს მისცა.
გარშემო ყველას დაბრალება, არა მხოლოდ ოპოზიციის, ან სამოქალაქო საზოგადოების, არამედ აშშ-ს ელჩის და ახლა ევროკავშირისაც, რომელიც, როგორც მიკაელ გალერმა ირაკლი კობახიძის ციტატა მოიყვანა, რომ ჩვენ საქართველოს ომისკენ ვუბიძგებთ, რაც სრული აბსურდია და ეს ჟღერს როგორც კრემლის პროპაგანდა. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია ყველაფერში დამნაშავე. ახლა საქართველოს მმართველი პარტიაც მსგავს რამეს ამბობს.
იქნებ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ავუხსნათ, ზუსტად რას ნიშნავს ევროკავშირის 12 პუნქტი. როგორც ჩანს, მათ ასევე არ ესმით დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობა. ოლიგარქი ადამიანია, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ფული და რომელიც სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას ცდილობს. ვისაც შეუძლია მოქმედი და ყოფილი პირადი დაცვის წევრების, ყოფილი მრჩევლებისა და ყოფილი ასისტენტების მინისტრებად, ან პრემიერმინისტრებად დანიშვნა. ასეთი ადამიანი მხოლოდ ერთია საქართველოში და მისი სახელი ვიცით, ეს არის ბიძინა ივანიშვილი" - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.