,,ალტ ინფოს" ვიზიტი რუსეთში - "ოცნება" ამტკიცებს, რომ მოძალადეებთან კავშირი არ აქვს
რა რეაქცია აქვს ,,ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსეთში ,,ალტ ინფოს" ვიზიტებთან დაკავშირებით? - მმართველი პარტიის ნაწილი პრორუს მოძალადეებთან გამიჯვნას ცდილობს. ,,ოცნების" დეპუტატები ამტკიცებენ, რომ 5 ივლისის დაუსჯელ ორგანიზატორებთან კავშირი არ აქვთ.
ალტ-ინფოს დაინიცირებულ რაღაც აქტივობებზე სურვილი არ მაქვს, კომეტარი გავაკეთო - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი, ნინო წილოსანი.
დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამტკიცებს, რომ ,,ალტ ინფო" ხელისუფლების" მიერ შექმნილი ორგანიზაცია არ არის.
საიდან მოიგონეთ, რომ ,,ალტ ინფო" ხელისუფლების პროექტია, სისულეებს თავი დაანებეთ. რაც შეეხება რუსეთთან საჰაერო მიმოსვლას, ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის დროს მიიღეს.
ჩვენ რაც კარგია, იმას ვაკეთებთ ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
ხელისუფლების კავშირში მხილებული ,,ალტ -ინფო" კი საგანგებო მისიით რუსეთშია. პრორუსი მოძალადეები კრემლს უვიზო მიმოსვლასა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენას თხოვენ.
ოპოზიციის შეფასებით კი ხელისუფლება ქვეყნას რუსულ ორბიტაზე აბრუნებს, შუამავლის როლის ფუნქციას კი ,,ალტ ინფო" ასრულებს.