ვინც ამბობს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას - პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე
"ქართული ოცნება" ბრიუსელიდან გაკეთებული მწვავე განცხადებების შემდეგაც ცდილობს ევროპელ პარლამენტარებს თავს დაესხას.
მათ განსაკუთრებით გააკრიტიკეს რასა იუკნევიანიჩე, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ დაუკონკრეტა, რომ ბიძინა ივანშვილი არის ოლიგარქი.
შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ევროპარლამენტარები ხელს უწყობენ, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაცია გაღმავდეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე, ისევ და ისევ დაიცვა ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ ის ოლიგარქი არ არის.
ყველა ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას. ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები. ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას.
სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ მაპოლარიზირებელ რიტორიკაში. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრიც ასევე იმავე რიტორიკას მიმართავს“. - თქვა პაპუაშვილმა.