ევროპარლამენტმა დღეს „ოცნებას“ პირდაპირ დაუკონკრეტა, რომ დეოლიგარქიზაციაში ივანიშვილს გულისხმობენ - წერეთელი

13.07.22 15:40
ევროპარლამენტმა დღეს „ოცნებას“ პირდაპირ დაუკონკრეტა, რომ დეოლიგარქიზაციაში ივანიშვილს გულისხმობენ - წერეთელი

ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ასეთი მწვავე ევროპარლ;ამენტარები „ქართული ოცნების“ მიმართ არასოდეს ყოფილან. 

მათი თქმით, ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილებებიც დასტურია იმისა, რომ ევროპას არ სჯერა „ქართული ოცნების“ და არ აქვთ მოლოდინი იმისა, რომ წლის ბოლომდე შესრულდება ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ამბობს, რომ ევროპარლამენტმა დღეს „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ დაუკონკრეტა, რომ დეოლიგარქიზაციაში ისინი სწორედ ივანიშვილს გულისხმობენ.

რაც უფრო მეტს შეედავებიან ამ საკითხზე ევროპარლამენტარებს „ქართული ოცნების“ ლიდერები, მით უფრო ხშირად იქნება ახსნა დასავლეთში, რომ სწორედ ივანიშვილი არის ფაქტორი და როცა დეოლიგარქიზაციას გულისხმობენ, ივანიშვილს გულისხმობენ და არა ვინმე სხვას. დღეს ეს ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ ითქვა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს პოლიტიკა სასწრაფოდ უნდა შეცვალოს და ყველაზე კარგი იქნება, რომ ხელისუფლება რაც შეიძლება მალე შეიცვალოს“. - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ევროკომისიამ საქართველოს წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხი 2023 წლისთვის გადაიდო - ეს განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა, ევროპარლამენტის სხდომაზე  გააკეთა.
 

მსგავსი სიახლეები