"ოცნება" პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ის ახლავე უნდა გათავისუფლდეს - გალერი

13.07.22 16:42
"ოცნება" პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ის ახლავე უნდა გათავისუფლდეს - გალერი

მაიკლ გალერი „ქართულ ოცნებას“ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტარის თქმით, შეცდომების გამოსწორება გვიანი არასდროს არის.

არასდროს არის ძალიან გვიანი წარსულის შეცდომების გამოსწორება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით ეხება ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის საქმეს, რომელიც ეფუძნება საეჭვო ბრალდებებს. საქმე ფართოდ აღიქმება, როგორც მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ის ახლავე უნდა გათავისუფლდეს, რომ არ დაიღუპოს ციხეში”- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტარმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ევროპული კომისიის დასკვნაში წარდგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე.


 

მსგავსი სიახლეები