კორუფციის ნიშნები პროკურატურაში, სასამართლოში და პარლამენტში - ევროპის საბჭოს სკანდალური ანგარიში

13.07.22 16:56
კორუფციის ნიშნები პროკურატურაში, სასამართლოში და პარლამენტში - ევროპის საბჭოს სკანდალური ანგარიში

კორუფციის ნიშნები პროკურატურაში, სასამართლოში და პარლამენტში - ევროპის საბჭოს სკანდალური ანგარიში გასაჯაროებულია.

ირკვევა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვალდებულებების  შესასრულებლად არაფერი გააკეთა, არადა სახელმწიფო უწყებებში სავარაუდო კორუფციის ნიშნებზე  დოკუმენტში დეტალურად არის საუბარი.

ახლა ვადა "ოცნებას" 2023 წლის ივნისამდე აქვს. ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფი  ხელისუფლების პასუხებს ელოდება. კითხვები მარტივია: რა ხდება სასამართლოში, როგორ ინიშნებიან მოსამართლეები და რატომ არვინ აგებს პასუხს მაშინ როდესაც პარლამენტში დეპუტატები ხალხის ნაცვლად საკუთარ ბიზნეს ინტერესებს იცავენ.

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახეოლმწიფოთა 12 გვერდიანი ანგარიში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა - დოკუმენტში განხილულია ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ევროპის საბჭო საქართველოს აძლევდა, რათა პროკურატურაში, სასამართლოსა და პარლამენტში კორუფციის რისკები აღმოეფხვრათ.

გაცემული 16 რეკომენდაციიდან ნახევარი შეუსრულებელია და შესაბამისად, ევროპის საბჭოს სამსახურს თავიდან უწევს საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილოს, რომ პასუხები დროულად გაუგზავნონ. 

მკვლევარებს კითხვები აქვთ სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე, სადაც ყურადღება ნეპოტიზმსა და დანიშვნების გაუმჭვირვალეობაზეა გამახვილებული. 

ანგარიშში მოხვდა პროკურორების მიერ დეკლარაციის არ შევსების პრობლემაც. პარლამენტთან მიმართებით, ევრო საბჭო ინტერესთა კონფლიქტზე ამახვილებს ყურადღებას. საუბარია დეპუტატების ბიზნესინტერესებზე.