საქართველომ ასოცირებულ ტრიოში ლიდერის სტატუსი დაკარგა - რასა იუკნევიჩიენე

13.07.22 17:05
საქართველომ ასოცირებულ ტრიოში ლიდერის სტატუსი დაკარგა - რასა იუკნევიჩიენე

რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, საქართველომ ასოცირებულ ტრიოში ლიდერის სტატუსი დაკარგა.

ევროპარლამენტარი ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასა და საქართველოში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

საქართველომ ასოცირებულ ტრიოში ლიდერის სტატუსი დაკარგა. ახლა ყველაფერი საქართველოს ხელშია. აქ პოლიტიკური ნებაა პრობლემა და სხვა არაფერი. ევროკომისიამ როცა მიიღო გადაწყვეტილება, იქ ახსნა დეოლიგარქიზაცია. საქართველშიც და მის ფარგლებს გარეთაც კარგად მიხვდნენ რას ნიშნავს ეს. მე ვთქვი ის, რასაც ვფიქრობ. სამწუხაროდ, არის პრობლემები და ეს პოლიტიკურ სიბრტყეშია. სასამართლო სისტემა არ არის მოწოდების დონეზე, ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია და ვითარება უარესდება, სასამართლოს კი ხელისუფლება იყენებს ოპოზიციის დევნის ბერკეტად“. - რასა იუკნევიჩიენე.
 

ევროკომისიამ საქართველოს წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხი 2023 წლისთვის გადაიდო - ეს განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა, ევროპარლამენტის სხდომაზე  გააკეთა.