არ ვფიქრობ, რომ (ივანიშვილი) რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკისგან დისტანცირდა, არ ვფიქრობ, რომ ის ( ივანიშვილი) რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გამოცემა Politico-სთან საუბრისას განაცხადა. თუმცა, იქვე სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნების" დამფუძნებელი ივანიშვილი გარკვეულ ძალაუფლებას იყენებს.
დიდი ხნის განმავლობაში, ხელისუფლების წევრებს ვეუბნებოდი, რომ უნდა გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები ივანიშვილისთვის რუსი ოლიგარქის წოდებაზე განმარტების გასაკეთებლად. იყენებს გარკვეულ ძალაუფლებას? სავარაუდოდ, ვიტყოდი, რომ დიახ. იყენებს სრულ ძალაუფლებას? სავარაუდოდ, ვიტყოდი, რომ არა.
გამომდინარე იქიდან, რომ ის უკვე ორი წელია პოლიტიკისგან დისტანცირდა, არ ვფიქრობ, რომ ის რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.