ტოტალური მოსმენების ახალი მასშტაბი ქვეყანაში - სუსს დამოუკიდებელ ტელევიზიებში ჩამწერი მოწყობილობები აქვს დამონტაჟებული
ქვეყანაში ტოტალური მოსმენების ახალი მასშტაბი დადასტურდა - სუს-ი კრიტიკულ მედიას არა მხოლოდ სატელეფონო საუბრის დროს, არამედ ჩამწერი მოწყობილობები დამოუკიდებელ ტელევიზიებში აქვს დამონტაჟებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უსმენენ, როგორ გეგმავენ ჟურნალისტები ტელეგადაცემებს და შემდეგ ამ ჩანაწერებს სამთავრობო მედიის საშუალებით ავრცელებენ.
ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარმა, მომღერალმა "უცნობმა" სუს-ის ფაილები გაასაჯაროვა, სადაც "მთავარი არხის" წამყვანი გიორგი გაბუნია გადაცემას გეგმავს და პარალელურად "ტვ პირველის" საგამოძიებო ტელეპროექტის შესახებ საუბრობს.
მედიაექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ სკანდალური ჩანაწერებით "უცნობმა" ქართული ოცნება ამხილა, რომ ტელევიზიების ნიუსრუმებში მოსასმენი აპარატურა აქვს დამონტაჟებული.
სამსახური, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, ზრუნავს ერთადერთ რაღაცაზე - როგორ შეინარჩუნოს და განიმტკიცოს ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილმა. ამ პროცესში სუს-ი მათ შორის უკანონოდ უსმენს ყველა იმ ადამიანს, რომელთა საქმიანობაც შეიძლება იკვეთებოდეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ჟურნალისტების თათბირი აქამდე არ გასაჯაროებულა, ანუ ერთი ნაბიჯით "დავწინაურდით". სიახლე არის ისიც, რომ თუ ადრე ამ ჩანაწერების გასავრცელებლად იყენებდნენ გაუგებარ წყაროებს, მაგალითად უკრაინულ "ვიკილიქსს" , ახლა ადგილობრივ წარმომადგენლებს დააწყებინეს უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების გავრცელება"- აცხადებს "მთავარი არხის" იურისტი, დიტო საძაგლიშვილი.
მსგავსი სიახლეები
"ის, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და ხუბულური აწამეს, ეს გვქონდა ჩვენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც" - იუსტიციის მინისტრის მოადგილე
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საია-ს მიერ სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეების მოგებას ეხმაურება
სააკაშვილი: მე და თიკა [ბოკუჩავა] ახლო მეგობრებად ვრჩებით - ჩვენ, მასთან ერთად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ
"არასდროს მავიწყდება რომ თიკა ბოკუჩავამ და ზაზა ბიბილაშვილმა, თავისი ხმებით პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს ნაციონალური მოძრაობა ბოკერიების კარგად დაფინანსებული ჯგუფის მიერ მიტაცებისგან".