დანიშნავს თუ არა პრეზიდენტი რიგგარეშე სესიას - ოპოზიცია ზურაბიშვილის პასუხის მოლოდინშია
მოიწვევს თუ არა პრეზიდენტი რიგგარეშე სესიას - ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის პასუხის მოლოდინშია. ხელისუფლების ოპონენტებმა აღნიშნული მოთხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართეს. ზურაბიშვილს გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათიანი ვადა აქვს.
ამასთან, ზურაბიშვილის თანხმობის შემთხვევაშიც კი, სავარუდოდ, სესია მაინც ჩაიშლება, რადგან სალხელისუფლებო პარტია უკვე ამბობს, რომ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისად, კვორუმი არ იქნება.
სესიის არმოწვევის ან ჩაშლის შემთხვევაში, ოპოზიცია სათადარიგო გეგმას განიხილავს. საუბარია საერთაშორისო ექსპერტებთან და მესამე სექტორთან კონსულტაციებით ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტების მომზადებაზე.
ბუნებრივია, იქნება ალტერნატიული გეგმა, რაც მოიავს არასამათვრობო ორგანიზაიებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან მუშოაბას 12 პუნქტიან გეგმაზე იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ საშუალება ჩააგდონ ის მნიშნელოვანი მოვლენა, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება, - ამბობს "ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თვამჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი
პრეზიდენტის და ხელისუფლების მხრიდან უარის შემთხვევაში "სტრატეგია აღმაშენებელი" არც საპარლამენტო ბოიკოტს გამორიცხავს.
ეს იქნება ტესტი როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე, უმრავლესობისთვის და ბატონი პაპუაშვილისთვის. ყველა იმ 12 მიმართულებაზე, ყველა იმ საკნაონმდებლო პაკეტზე იქნება გაგრძელებული მუშოაბა, რომ ნენბისმიერ შემთხვევაში, ჩენი მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან მზად იყოს 12-ვე იმართულებით ყველა პაკეტი. თუ რაღაცა ეტაპზე დავინახეთ, რომ საერთოდ ყევლაფერზე უარია, ყველაფერი დაბლოკილია, ყველა კარი და შესასვლელი დაგვიკეტეს, რა თქმა უნდა, ყველაზე მწვავე იქნება პოლიტიკური ბოიკოტი, რაც არ გულისხმობს მანდატების გადაყრას, - თქვა სერგო ჩიხლაძემ.
"ქართყლმა ოცნებამ" რიგგარეშე სესიის მოწვევაზე იმთავითვე უარი განაცხადა. ხელისუფლება ოპოზიციას მოუწოდებს მათ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფს შეუერთდნენ, რომელიც ევროკავშირის 12 პუნქტიანი მოთხოვნების შესრულებაზე მუშაობს.