დასაკარგი დრო არ არის, ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა - ჰარცელი ხელისუფლებას
თვითკმაყოფილების დრო არ არის, ახლა მოქმედების დროა! - ევროკავშირს ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ევროგაერთიანების 12 მოთხოვნა სასწრაფოდ შეასრულოს.
ვიდეომიმართვაში, რომელიც კარლ ჰარცელმა გაავრცელა, ევროკავშირის დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა და ხელისუფლების ნაბიჯები გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა ქვეყანა კანიდატის სტატუსს.
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველამ გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კარის გაღების თაობაზე ნამდვილად ისტორიული მომენტია. ყველამ უნდა იფიქროს, თუ როგორ გამოიყენოს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი, მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესაც რჩება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, კონკრეტული ქმედებებით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი მზადყოფნა და უანრი წაიწიონ წინ ევროკავშირის წევრობისკენ. დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური, ამჟამად ამ რეგიონისკენაა მომართული. საქართველოსთვის გამოწვევაა, ამ 12 პრიორიტეტის რაც შეიძლება მალე შესრულება. როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით. თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა საჭიროა მოქმედებები“. - ამბობს ჰარცელი.