ევროპას საქართველო არ ეთმობა, არ უნდა, რომ კანდიდატობის კარი სწრაფად დაიხუროს - უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილის თქმით, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების თარიღის გადაწევასთან დაკავშირებით ერთი მხრივ კარგია, რადგან მისი თქმით, ევროპას საქართველო არ ეთმობა და მისთვის კარის სწრაფად დახურვა არ სურს.
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი იმასაც ამბობს, რომ თუ ახლა, სტატუსის მიღების შანსს ხელიდან გავუშვებთ, მინიმუმ ერთი თაობა ისევ ამ ჭაობში იქნება.
ევროპას არ უნდა, რომ სწრაფად დაიხუროს საქართველოსთვის კანდიდატობის კარი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს შემდგომი კანდიდატობის პერსპექტივას 15 წლის მერე და იმის იქით კიდევ 10-15 წელი წევრობას, ანუ მინიმუმ ერთ თაობა დაკარგვას და ისევ აი ამ ჭაობაში ყოფნას, ასე რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გადაწყვეტილება არ არის, კარგი იმიტომ არის, რომ არ ეთმობა ევროპას საქართველო და არ ეუბნება, კაი ნახვამდის და მოდით 15 წლის შემდეგ. ცუდი იმიტომ არის, რომ დაინახეს, რომ ხელისუფლება ვერ მოეგო გონს“. - ამბობს უსუფაშვილი.
ევროკომისიამ საქართველოს წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხი 2023 წლისთვის გადაიდო - ეს განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა, ევროპარლამენტის სხდომაზე გააკეთა.