"ოცნება“ და ივანიშვილიც განწირულები არიან, ისინი ისტორიას დაეჯახნენ - უგულავა

14.07.22 13:35
"ოცნება“ და ივანიშვილიც განწირულები არიან, ისინი ისტორიას დაეჯახნენ - უგულავა

ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ დიდი ვნებათაღელვაა და მათ ეშინიათ, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის მისამართით ნამდვილად რეალური იქნება. 

გიგი უგულავა ამბობს, რომ ივანიშვილს თავისი პრორუსული პოზიციის გამო აქვს პრობლემები.

უგულავა იმასაც აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილიც განწირულები არიან, რადგან ისინი ისტორიას დაეჯახნენ.

მათი კონსტრუქცია ასეთია - თითქოს ივანიშვილს ასანქცირებენ იმიტომ, რომ ის უარს ამბობს ჩაერთოს ომში, თითქოს დასავლეთს უნდა რომ საქართველო ჩართოს ომში და ამას ვერ აკეთებს ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ამიტომ აძალებს მას დაბრუნდეს პოლიტიკაში, აიღოს ხმალი ხელში და ეკვეთოს რუსებს, რაც არის სრული სიგიჟე და ბოდვა. ივანიშვილს პრობლემები აქვს იმიტომ, რომ მისი პოზიცია არის ცალსახა პრორუსული. „ქართული ოცნებაც“ და ბიძინა ივანიშვილიც არის განწირული. ისტორიას დაეჯახა ბიძინა ივანიშვილი და ისტორიას ვერავინ ვერ მოუგებს“ - ამბობს გიგი უგულავა.

ივანიშვილი დასანქცირდება - ქართულმა ოცნებამ დასავლეთისგან არაფრომალური გაფრთხილება უკვე მიიღო. ირაკლი კობახიძემ ფაქტოვრივად უკვე დაადასტურა, რომ სანქციები გზაშია.