"ქართულ ოცნებას" ძალიან დიდი შიში ეტყობა - ხოშტარია მოსალოდნელ სანქციებზე საუბრობს
"სანქციები მოქმედებს!" - "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" დასავლეთისგან გაფრთხილება უკვე მიიღო და მმართველ პარტიას ეს შიში უკვე ეტყობა.
პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილს Credit Suisse-ში უკვე მილიონ ნახევარი გაყინული აქვს და შესაბამისად, ხელისუფლების წვერები მის პერსონალური დაცვაზე არიან გადასულები.
"ქართულ ოცნებას" ეტყობა ძალიან დიდი შიში. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარი ამოცანა არის არა ქვეყნის ხსნა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შექმნა, არამედ ივანიშვილის პერსონალური დაცვა, იმ პირობებში, როდესაც მას გაყინული აქვს Credit Suisse-ში მილიონ ნახევარი.
მე ვიცი, რომ არის საფუძველი სანქცირების, მე ვიცი, რომ ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან, სანქცირდებიან. მე ვიცი, რომ ბიძინა ივანშვილი არის ოლიგარქი. ამას აღიარებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. შესაბამისად, ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ სანქციები მოქმედებს“. - აცხადებს ხოშტარია.
ივანიშვილი დასანქცირდება - ,,ქართულმა ოცნებამ" დასავლეთისგან არაფრომალური გაფრთხილება უკვე მიიღო. ირაკლი კობახიძემ ფაქტოვრივად უკვე დაადასტურა, რომ სანქციები გზაშია.