ომის პერიოდში საქართველო რუსეთიდან ნავთობის იმპორტით პირველ ადგილზეა - ელენე ხოშტარია

14.07.22 13:11
ომის პერიოდში საქართველო რუსეთიდან ნავთობის იმპორტით პირველ ადგილზეა - ელენე ხოშტარია

ომის პერიოდში საქართველო რუსეთიდან ნავთობის იმპორტით პირველ ადგილზეა- ამის შესახებ ,,დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

პოლიტიკოსის თქმით, ამ ყველაფრისთვის არა საქართველო, არამედ ,,ქართული ოცნების" ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასანქცირდეს. ,,დროას" ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ აპრილთან შედარებით, რუსული ნავთობის იმპორტი 70%-ით არის გაზრდილი, ეს კი იმ ფონზე, როდესაც საქართველოში საწვავის ფასი არ შემცირებულა.

ნავთობი არის რუსული სისხლის მანქანის პირველი დამფინანსებელი. რუსული ომის მანქანა იკვებება სწორედ ნავთობით და შესაბამისად დასავლეთის მთავარი ამოცანაა რუსეთზე ნავთობის დამოკიდებულების შემცირება. 

2021 წელს საქართველო იყო მესამე ქვეყანა რუსეთიდან ნავთობის იმპორტით, ხოლო ომის პერიოდში რუსეთი გახდა საქართველოს ნავთობიმპორტიორი პირველი ქვეყანა. - განაცხადა ელენე ხოშტარიამ