რაჭის ტყე ივანიშვილის მეგობარ ოლიგარქს - დავით ხიდაშელს გარემოს დამცველები სასამართლოში უჩივიან

14.07.22 15:35
რაჭის ტყე ივანიშვილის მეგობარ ოლიგარქს - დავით ხიდაშელს გარემოს დამცველები სასამართლოში უჩივიან

ბიძინა ივანიშვილის მეგობარ მინიოლიგარქს სასამართლოში უჩივიან. დავით ხიდაშელს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ რაჭის ტყეები გადასცა, დღეს გარემოს დამცველები დაუპირისპირდნენ და გაფორმებული შეთანხმების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს.

დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილის მეგობრის და პუტინის კარის ოლიგარქის კომფორტისთვის ხელისუფლებამ მთელი რიგი კანონები დაარღვია და ასი ათას ჰექტარზე მეტი რაჭის უნიკალური ტყის მასივი მფლობელობაში ნახევარი საუკუნით გადასცა.

ხიდაშელს სურს, რაჭაში სანადირო ტერიტორია მოაწყოს, თუმცა ეს იქნება მხოლოდ მდიდარი ხალხისთვის და შესაბამისად, რუსი ოლიგარქის ყულაბაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ნადირობით შეივსება.

გარემოს დამცველები აღნიშნავენ, რომ ბიზნესმენს სურს, რაჭის ტყეებში მოაშენოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველები, მათ შორის, კეთილშობილი ირემი და ბიზონი, რათა მათზე ინადირონ.

გარემოს დამცველები მთავრობის განკარგულების ანულირებას ითხოვენ.

ადმიისტრაციული სარჩელი შეტანილია გარემოს დაცვის სამინისტროში. ვითხოვთ გარემოს სააგენტოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რის საფუზველზეც აუქციონი გამოცხადდა. 

ძალიან თვალნათელია, იმდენად უხეში დარღვევით არის გაცემული ლიცენზია, რა თქმა უნდა, ეს ლიზენზიანტის ვინაობასთან არის დაკავშირებული. 

ეს კანონის უხეში დარღვევაა, ამ სახეობის ცხოველებზე ნადირობის უფლების გაცემა დაუშვებელია. - აცხადებს ,,მწვანე ალეტრნატივის" წარმომადგენელი.