მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევების ახალი სერია ჩაუტარდა
მიხეილ სააკაშვილის "ვივამედის" კლინიკაში გამოკვლევების ახალი სერია ჩაუტარდა. ამ წუთებში პრეზიდენტთან ადვოკატია შესული. შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და რა პასუხებია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
2 თვიანი უშედეგო მკურნალობის შედეგებზე საუბრობს პრეზიდენტის ოჯახი და საქართველოში ამერიკელი დამკვირვებლების და ექსპერტების ჩამოსვლას ელოდება.