ჩაინიშნება თუ არა რიგგარეშე სესია - პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა დღის ბოლომდე აქვს

15.07.22 11:29
ჩაინიშნება თუ არა რიგგარეშე სესია - პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა დღის ბოლომდე აქვს

პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა ეწურება - სალომე ზურაბიშვილმა დღის ბოლომდე უნდა თქვას, იზიარებს თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე სესიის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. 

პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ ეს ხელისუფლებისთვის და პრეზიდენტისთვის ერთგვარი ტესტი იქნება, რომელიც ცხადყოფს, რეალურად სურთ თუ არა მათ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 

ხელისუფლების ოპონენტების თქმით,  თუ ზურაბიშვილი ოპოზიციის მოთხოვნას არ დათანხმდება, ოპოზიცია  ევროსაბჭოს პირობებზე მუშაობას მაინც გააგრძელებს.

თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს ან „ქართული ოცნება“ ხელოვნურად შეგვიქმნის ბარიერებს, არ მოვა, ქვორუმს არ შექმნის, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამ 12 პუნქტზე მუშოაბას, მოვამზადებთ კანონპროექტებს, საკანონმდებლო პაკეტებს და სექტემბერში დავაინიცირებთ ამას. თუმცა მას შეუძლია დაამატოს თავის საკითხები, მაგრამ ის, რომ ჩვენ მოწვეულ რიგგარეშე სხდომაზე ჩვენი საკიტხები ამოიღონ და თავის საკითხები გაიტანენონ, ეს გამორიცხულია, - თქვა "სტატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ. 

 რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, ცნობილი დღის ბოლომდე გახდება.