შსს სანქცირებულ ბელარუსთან თანამშრომლობას განაგრძობს - ოპოზიცია უსაფრთხოების რისკებზე საუბრობს

15.07.22 12:21
შსს სანქცირებულ ბელარუსთან თანამშრომლობას განაგრძობს - ოპოზიცია უსაფრთხოების რისკებზე საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრი ხელს  სანქცირებულ ქვეყანასთან თანმშრომლობას აწერს. საუბარია ბელორუსულ პროგრამაზე, რომლითაც კრიმინალისტიკური სამსახურის მონაცემთა ბაზებისა და ოპერატიული ინფორმაციის მართვა მოხდება. 

გომელაურის ამ გადაწყვეტილებით ოპერატიულ ბაზებზე წვდომა  ექნება ბელარუსის შესაბამის სამსახურებსაც, რაც ზრდის რისკებს, რომ პირადი მონაცემები არა მხოლოდ ბელარუსში, არამედ ოკუპანტ რუსეთშიც გავრცელდეს. 

რატომ ყიდულობს შსს პროგრამას ბელორუსისგან და არა აშშ-სგან, ან ევროპისგან და და ხედავს თუ არა ხელისუფლება რისკებს იმაში, რომ ამ ტიპის სახელმწიფოს ქართველი ხალხის პირად მონაცემებს ანდობს? აღნიშნული კითხვები "პირველებმა" გომელაურის უწყებას გაუგზავნა, თუმცა პასუხი ამ დროომდე არ მიუღია.

ოპოზიცია რამდენიმე ახნას პოულობს. "ევროპული საქართველოს" წევრი  და კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე, ფიქრობს, რომ ხელისუფლება მსგავის შეცდომები ან უცოდინრობით მოსდის, ან შეგნებულად აკეთებს, რაც საგანგაშოა. 

2017 წელს დაიწყო ამ კომპანიაზე თანხების გადახდა და დღემდე გადახდილია 1 მილიონ 66 ათასი ლარი ამ კომპანიისთვის, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მიდის ბელორუსში. იმ პროგრამით ხელმძღვანელობ, რომელსაც ექსკლუზიური უფლება აქვს და ნებისმიერ დროს მის გარეშე ვერაფერს აკეთებ ანუ პროგრამა თუ არ განაახლა დღეს ამ კომპანიამ, საექსპერტო ბიურო გაჩერდება. ეს ყველაფერი შეიძლება აიხსნას უცოდინრობით, ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება არ დგას იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს და ყველაზე ცუდი და საშიში არის, თუ ეს ყველაფერი შეგნებულად კეთდება, - თქვა ბესიკ დონაძემ. 

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები საფრთხის მასშტაბებზე საუბრობენ.  ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად მოქმედებდეს, სხვა შემთხვევაში მტრის ტექნოლოგიები ქვეყნის სისტემაში  არ უნდა შემოეშვა.

ბელარუსის სპეცსამსახურები და ბელარუსის ბიზნესი ძალიან აქტიურად აქტიურად თანამშრომლობს რუსეტთან, კერძოდ, კრემლთან და ბუნებრივია, ის, რაც ხელმისაწვდომია ბელორუსის სპეცსამსახურისთვის, იგივეა ხელმისაწვდომი რუსეთის სპეცსამსახურისთვის და კრემლისთვის. რეალური და საიმედო პარტნიორი ჩვენთვის არის ევროპული ან ამერიკული კომპანიები, მათ შორის, ITკომპანიები, რომლებიც პირველი, მონაცემთა დაცვას სხვადასხვა და მისაღები სტანდარტით არეგულირებენ. ეწვსი დონზე ვიცი, რომ ბელორუსის პროგრამა უფრი იაფი იქნება, ვიდრე ამერიკული, მაგრამ მეორეს მხრივ, ამერილკელი პარტნიორებისგან ვიღებთ ჩვენ ფინანსაურ დახმარფებებს და სეგვეძლო ალბათ უკეთესი პროგრამები გვეყიდა. პროგრამები, გარდა იმისა რა ფუნქციასაც ისინი ასრულებენ, შესაძლოა, აღჭურვილი იყვნენ უამრავი სხვა ფუნქციით, რომელიც ემსახურებოდეს მწარმოებლის ან დაინტერესებული პირის მიზნებს, - ამბობს ექსპერტი. 

რატომ არ გაითვალისწინა შსს-მ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი ბელორუსულ კომპანიასთან ხელშეკრულების განახლებისას, ჯერ-ჯერობით ისევ უცნობია.