არცერთი სიტყვა რუსეთის წინააღმდეგ და იერიში სტრატეგიულ პატნიორებზე - მიხეილ ყაველაშვილი მედიასთან გამოჩნდა
არცერთი სიტყვა რუსეთის საზიანოდ და იერიში პარტნიორებზე - წერილების წერის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი მედიასთან პირველად გამოჩნდა. ამბოხებული დეპუტატი ისევ ანტიდასავლურ პროპაგანდას განაგრძობს და ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.
ყაველაშვილი ამბობს, რომ კელი დეგნანი საქართველოში ომის მსურველებს არ ემიჯნება და ახალისებს მათ, ვინც ქვეყნის სამხედრო მოქმედებებში ჩართვას მოითხოვს.
ამბოხებული ტრიოს წევრი ფიქრობს, რომ ომში უკრაინა დამარცხებულია, ამტკიცებს, რომ წერილები მისი ნააზრევია და მმართველი პარტიისგან დავალებებს არ იღებს. დეპუტატის თქმის ეს არა დასავლეთზე თავდასხმა, არამედ პარტნიორებისგან პასუხების მოთხოვნაა ლეგიტიმურ კითხვებზე.
სწორედ ისეთი სამართლიანი სასამართლო გვინდა, რომ არ იყოს ზეწოლა მოსამართლეებზე, იყოს ადამიანის უფლებები დაცული, იყოს კანონის უზენაესობა და კონსტიტუცია დაცული.
როცა ჩვენი სტრატეგიული, პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, ეს ჩვენს ურთიერთობას აზიანებს - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი ასევე აცხადებს, რომ წერილი მან დაწერა და ასეთი რამ მას დამოუკიდებლად შეუძლია.
წერილი მე დავწერე. წერილთან დაკავშირებით არა მგობია, მხატვრულ, განსაკუთრებულ იმას საჭიროებდეს მოყვანილი ფაქტები და ჩემი წერილის შექმნა.
თუ ჩემი წერილები გაინტესებთ, ჩემს ბიოგრაფიაში გადახედეთ. - განუცხადა მედიას ყაველაშვილმა.
ამბოხებული ტრიოს წევრი თანამოაზრის, დიმიტრი ხუნდაძის, აზრებს იზიარებს და პროგნოზირებს, რომ უკრაინა ამ ომში მარცხდება.