"ორკესტრირებული მიზანმიმართული შეტევა ამერიკის საელჩოზე" - ლონდა თოლორაია ჩხიკვაძის განცხადებას აფასებს

15.07.22 15:50
"ორკესტრირებული მიზანმიმართული შეტევა ამერიკის საელჩოზე" - ლონდა თოლორაია ჩხიკვაძის განცხადებას აფასებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აშშ-ს ელჩზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის იერიშს ცუდ პრეცედენტს უწოდებს. მისი თქმით,  ბოლო პერიოდმა ცხადყო, რომ ხელისუფლება სტრატეგიურლ პარტნიორებს ორკესტრირებულად და  მიზანმიმართულ უტევს. 

ზოგადად, ეს არის ძალიან ცუდი პრეცენდენტი, როდესაც რიგითი საჯარო მოხელე ერთვება ასეთი ტიპის პოლიტიკურ პროცესებში და მე მინდა, რომ ყველა საჯარო მოხელემ გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ როდესაც დადგება კრიტიკული მომენტი, ასეთი პოლიტიკური დავალების გამცემი პირები, როგორც წესი, ფიქრობენ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე და ასეთი საჯარო მოხელეები თავიანთ დანგრეულ პროფესიულ ავტორიტეტთან უკვე დარჩებიან მარტო. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ორკესტრირებული მიზანმიმართული შეტევა ამერიკის საელჩოზე, - თქვა ლონდა თოლორაიამ. 

გვარამიას საქმის მოსამართლე კელი დეგნანის წინააღმდეგ ღია იერიშზე გადავიდა.  ლაშა ჩხიკვაძე ამტკიცებს, რომ საელჩო მასზე ზეწოლას ცდილობდა, რათა „მთავარი არხის“ გენერალური დირტექტორის  წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოეტანა.