შემაშფოთებელი ფაქტია - ამერიკის ელჩი ფარულ მოსმენებზე
ფარული მოსმენები ნიუსრუმებში - ამერიკის ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და ხელისუფლებას საქმის გამოძიებისაკენ მოუწოდებს.
კელი დეგნანი ასევე ურჩევს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, რომ მოსმენების შესახებ კანონის მიღება გადადონ, რადგან ის მსოფლიოში აღიარებულ პრაქტიკას არ შეესაბამება.
მოსმენებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს არის შემაშფოთებელი ფაქტი და არა მხოლოდ ჟურნალისტებთან მიმართებაში. ვურჩევდი საკანონმდებლო ორგანოს, შეეყოვნებინა მოსმენების შესახებ კანონის მიღება, რადგან ის არ შეესაბამება იმ პრაქტიკას, რაც მსოფლიოშია აღიარებული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გამოიძოს ის ფაქტები მოსმენეთან დაკავშირებით, რაც პრესაში გავიდა. მართლამდიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების, საზოგადოების წევრების და სხვადასხვა ადამიანების მიმართ.
ეს არის შეშფოთების საგანი ყველასათვის, ჩვენ გვინდა საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უსმენენ უკანონოდ.
ზოგადად მედიათავისუფლების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის პოლიტიკისთვის. ამ კვირაში მქონდა შეხვედრა ჟურნალისტური ქარტიის წარმომადგენლებთან, გვქონდა დისკუსია და ისინი საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც არის. ეს შეეხებოდა ზეწოლას, თავდასხმებს და ამ მიმართებას ვხედავთ ჟურნალისტებთან ურთირთობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა შეასრულონ პროფესიული საქმიანობა დაშინებისა და შიშის გარეშე და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება თავისი საქმიანობთ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი ჯანსაღი დემოკრატიისთვის". - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
ქვეყანაში ტოტალური მოსმენების ახალი მასშტაბი დადასტურდა - სუს-ი კრიტიკულ მედიას არა მხოლოდ სატელეფონო საუბრის დროს, არამედ ჩამწერი მოწყობილობები დამოუკიდებელ ტელევიზიებში აქვს დამონტაჟებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უსმენენ, როგორ გეგმავენ ჟურნალისტები ტელეგადაცემებს და შემდეგ ამ ჩანაწერებს სამთავრობო მედიის საშუალებით ავრცელებენ.
ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარმა, მომღერალმა "უცნობმა" სუს-ის ფაილები გაასაჯაროვა, სადაც "მთავარი არხის" წამყვანი გიორგი გაბუნია გადაცემას გეგმავს და პარალელურად "ტვ პირველის" საგამოძიებო ტელეპროექტის შესახებ საუბრობს.