მოსამართლე ჩხიკვაძე თავს იკატუნებს, როდესაც საკუთარ დამოუკიდებლობაზე საუბრობს - გიორგი მშვენიერაძე
"სახალხო მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და იურისტი, გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე თავს იკატუნებს, როდესაც საკუთარ დემოუკიდებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, რეალურად, ის ხელისუფლების საამებლად მოქმედებს.
როდესაც ვლაპარაკობთ კონკრეტულად ლაშა ჩხიკვაძეზე და მის მიერ გავრცელებულ განცხადებასა თუ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ეს არის გაადწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ხელისუფლების სააამებლად და ახლა საუბარი იმაზე, რომ ხალხი გაჩუმდეს და არ მაკრიტიკოს, მათ შორის, უცხოელები გაჩუმდნენ და არ მაკრიტიკონ, იმიტომ, რომ ეს ჩემს დამოუკიდებლობას ლახავს, ეს არის სრულად თავის მოკატუნება, - თქვა მშვენიერაძემ.
ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე კელი დეგნანის წინააღმდეგ ღია იერიშზე გადავიდა. ლაშა ჩხიკვაძე ამტკიცებს, რომ საელჩო მასზე ზეწოლას ცდილობდა, რათა „მთავარი არხის“ გენერალური დირტექტორის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოეტანა