"მოსამართლის სათქმელი არის დარბაზში" - ბესელია მოსამართლე ჩხიკვაძის სკანდალურ განცხადებაზე

15.07.22 16:06
"მოსამართლის სათქმელი არის დარბაზში" - ბესელია მოსამართლე ჩხიკვაძის სკანდალურ განცხადებაზე

მოსამართლის სათქმელი არის დარბაზში დაგადაწყვეტილებაშია, - ასე აფასებს პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია მოსამართლე ლაშა ჩხიკვას სკანდალურ განცხადებას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე ჩხიკვაძე "ოცნებაში" წინდაწინ დაწერილი ტექსტით საუბრობდა. 

მგონია, რომ მოსამართლის სათქმელი არის დარბაზში, გადაწყვეტილებაში, განაჩენში და აი, ეს ტექსტი ასე მეცნო, რომ მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაწერილი ტექსტია, რომლითაც მოსამართლე საუბრობს და ეს არის ძალიან დიდი უხერხულობა თავად მოსამართლისთვის, - თქვა ბესელიამ. 

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე კელი დეგნანის წინააღმდეგ ღია იერიშზე გადავიდა.  ლაშა ჩხიკვაძე ამტკიცებს, რომ საელჩო მასზე ზეწოლას ცდილობდა, რათა „მთავარი არხის“ გენერალური დირტექტორის  წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოეტანა