"აუცილებელია, აშშ-ს საელჩომ განმარტება გააკეთოს" - იონათამიშვილი მოსამართლე ჩხიკვაძის ბრალდებებზე

15.07.22 16:07
"აუცილებელია, აშშ-ს საელჩომ  განმარტება გააკეთოს" - იონათამიშვილი მოსამართლე ჩხიკვაძის ბრალდებებზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ბრალდებებს სერიოზულს უწოდებს და აშშ-ს საელჩოს განმარტებების გაკეტებას სთხოვს. საუბარია ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეზე, რომელმაც აშშ-ს საელჩო ზეწოლაში დაადანაშაულა. 

თავდასხმა მოსამართლეზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის განიხილავს საქმეს, არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე, არც არის დაუშვებელი. ვფიქრობ, ბატონი ჩხიკვაძის განცხადება შეიცავს სერიოზულ ბრალდებებს და შესაბმისად, საზოგადოებას აქვს ძალიან მაღალი ინტერესი და მიმაჩნია, რომ აუცილებელია, აშშ-ს საელჩომ შესაბამისის განმარტება გააკეთოს, - თქვა იონათამიშვილმა.