გვარამიას საქმის მოსამართლე დუმილს არღვევს - ჩხიკვაძე სასამართლო სისტემაზე გაბრაზებულია
გვარამიას საქმის მოსამართლე სასამართლო სისტემაზე გაბრაზებულია- ამის შესახებ ლაშა ჩხიკვაძე „ტვ პირველთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
ჩხიკვაძის თქმით, როდესაც მოსამართლეები დაუმსახურებლად ილანძღებიან, ამაზე სასამართლოს უნდა ჰქონდეს რეაქცია და დაიცვას თავისი მოსამართლეების ინტერესები.
„ტრენდული მოცემულობა გვაქვს, რომ, როდესაც სასამართლო მუდმივად ილანძღება სხვადასხვა გადაცემებსა თუ სოც ქსელებში, სამწუხაროდ სასამართლოს პოზიცია, დუმილზე მაქვს საუბარი, არის საკმაოდ მცდარი. რა არ მომწონს იცით? როდესაც დაუმსახურებლად ილანძღებიან მოსამართლეები, ამაზე სასამართლო კორპუსს უნდა ჰქონდეს თავისი რეაგირება. ეს გადაწყვეტილება მივიღე მე და ეს გადაწყვეტილება არის საკმაოდ სწორი და ლეგიტიმური“. - განაცხადა ჩხიკვაძემ.
ნიკა გვარმაიას საქმის მოსამართლემ ისიც დაადასტურა, რომ მისი სკანდალური წერილი დილით რუსთავი 2-ს გაავრცელებინა და არა სასამართლოს პრესასმსაუხრს. რუსთავი2-ის ერთ-ერთი დირექტორი კი მისი მეგობარი ზაზა გველესიანია.
ამით ლაშა ჩხიკვაძემ მოსამართლემ აღიარა ის, რასაც ნიკა გვარამია ამდენის ხნის განმავლობაში ამტკციებდა, რომ მას რუსთავი 2-ის საქმე არ უნდა განეხილა, რადგან ინტერესთა კონფლიქტს ჰქონდა ადგილი.