სააკაშვილის საქმე - პენიტენციური სამსახურის უფროსი 6 თვის შემდეგ დუმილს არღვევს

15.07.22 17:47
სააკაშვილის საქმე - პენიტენციური სამსახურის უფროსი 6 თვის შემდეგ დუმილს არღვევს

აღიარება 6 თვის შემდეგ - მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის საპყრობილეში იძულებით გადაყვანაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი დუმილს არღვევს.  

ნიკა ცხვარაშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანში, პატიმრის და ადვოკატების თანხმობის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. 

მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად გლანის ციხეში მხოლოდ იმის გამო გადაიყვანეს, რადგან სამედიცინო დაწესებულებაში მოსალოდნელი საფრთხეების ალბათობა იყო, არადა ე.წ. შუმოვკების მსხვერპლი მესამე პრეზიდენტი სწორედ გლდანის ციხეში გახდა. 

გიორგი მშვენიერიძის თქმით, ეს არის აღიარებითი ჩვენება, თუ როგორ მოხდა თავის დროზე მესამე პრეზიდენტის იძლებით გდაყვანა გლდანის დაწესებულებაში.

ძალიან ნათელია ჩვენთვის, რომ ის ჯერ მოატყუეს, რომ მიჰყავდათ სამოქალაქო პროფილის კლინიკაში, ხოლო შემდგომ იძულებით, მათ შორის მისი ღირსების შემლახავი მოპყრობით შეასახლეს დაწესებულებაში. მისი არგადაყვანა, პირობითად ვივამედში, იმითაც ყოფილა განპირობებული, რომ მისი, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის კუთხით ჰქონდათ შეკითხვები, განსაკუთრებით მედ-პერსონალთან, რომლებიც არ ჰყავდათ სათანადოდ შესწავლილი. ხომ არ ჰქონდათ მათ წინააღმდეგობა პოლიტიკური ან სხვა მოიტივების გამო, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს უბრალოდ გამოძებისთვის მიცემული ჩვენებიდან არის ამონარიდი, რომელიც უსუსური თავის მართლებაა. 
ეს საქმის მასალები მთლიანად დასტურდება, დასტურდება მათ შორის ვიდეო-ჩანაწერებით და მათ მიმართ ჩატარებული ექსპერტიზით, სადაც კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს თუ სად მოიყვანეს“. - ამბობს მშვენიერაძე.