სპეცოპერაცა სუს-ის ექს მაღალჩინოსნის სახლში - სოსო გოგაშვილი დაკავებულია (ვიდეო)
"ტვ პირველის" ინფორმაციით, სუს-ის ექს მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი დაკავებულია. ყოფილი ძალოვანის საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა.
"პირველები" დამატებით დეტალებს არკვევს.
ცნობისთქვის, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, გოგაშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს მხილებების სერია დაუანონსა.
სოსო გოგაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საიდუმლო სამსახურის შეფი იყო, ამბობს რომ არჩევნების გაყალბების სქემების შესახებ ყველა მტკიცებულება უცხოელებს გადასცა.