"ოცნების" მხრიდან ეს არის რეკომენდაციების შესრულების იმიტაცია - ბადრი ჯაფარიძე
18 ივლისს დეპუტატები დილის ცხრიდან პარლამენტში უნდა შეიკრიბონ და დაიწყონ მსჯელობა, თუ როგორ ვასრულებთ ევროპულ რეკომენდაციებს. თუმცა მმართველი გუნდი თამაშგარე პოზიციიას ირჩევს.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ უარი, რომ რიგგარეშე სესიას დაესწრონ, კიდევ უფრო უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებსევროკომისიის მიერ მოცემული რეკომენდაციის შესრულებას და ამ პროცესში რაიმე სახით მონაწილეობას.
ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სპიკერის განცხადებით, ისინი არ აპირებენ საგანგებო სესიის პირველ სხდომაზე, რომელიც მოიწვია პრეზიდენტმა. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც უწევს საბოტაჟს პროცესს და ამ პროცესს ჰქვია არა რეკომენდაციების შესრულება, არამედ რეკომენდაციების შესრულების იმიტაცია“. - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
საქართველოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა პარლამენტში უკვე დანიშნა. თუმცა, როგორც ჩანს, მმართველი გუნდის გეგმებში ზაფხულის ცხელი დღეების საკანონ-მდებლო ორგანოში გატარება სულაც არ შედის.
ევროპული 12 დათქმის შესასრულებლად კი ქვეყანას 180-დან 157 დღე რჩება.