ვნახოთ, დღეს, კალაძე სუს-ით და კომპრომანტებით თუ შეძლებს „ოცნების“ მოგროვებას საკრებულოში - ნადირაძე

16.07.22 12:52
ვნახოთ, დღეს, კალაძე სუს-ით და კომპრომანტებით თუ შეძლებს „ოცნების“ მოგროვებას საკრებულოში - ნადირაძე

თბილისის საკრებულოში დღეს, სავარაუდოდ, დიდი ხმაური იქნება. წინა კვირას ჩაშლილი ხდომა დღეს 12 საათზეა ჩანიშული. 

ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ „ოცნებას“ სხდომა იმიტომ ჩაეშალა, რომ ის იშლება.

ენმ-ს წევრი ელოდება, თუ როგორ შეძლებს კახა კალაძე დღეს საკრებულოში „ოცნების“ წევრების მოგროვებას. 
 

გაბერილი ბიუროკრატიის ფონზე კვლავ და კვლავ იზრდება შტატები, ამჟამად 37 ერთეულით იზრდება შტატები. „ქართულ ოცნებას“ თბილისში საკრებულოს სხდომა ჩაეშალა, რაც ცალსახადა მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ იშლება. ვნახოთ, დღეს კახი კალაძე სუს-ის, ძალადობის, კომპრომანტების მეშევობით შეძლებს თუ არა „ქართული ოცნების“ მოგროვებას საკრებულოში“. - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

სხდომა 7 დღის წინ იმიტომ გაუქმდა, რომ მას არც ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ და ოპოზიციამაც ბოიკოტი გამოაცხადა.

კახი კალაძე საკრებულოში  37 შტატის დამატებიის ინიციატივით გამოდის, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან პარტიული აქტივისტების დასაჩუქრება და მათი დასაქმება დგას.