ჯერ ჩხრეკა ჩატარდა და შემდეგ მოხდა გოგაშვილის დაკავება - სუს-ის კომენტარი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ ჯერ ჩხრეკა ჩატარდა და შემდეგ მოხდა სოსო გოგაშვილის დაკავება - ამის შესახებ უწყებამ "პირველებს" განუცხადა.
უწყება იმასაც ამბობს, რომ გოგაშვილის სახლში განჩინების საფუძველზე შევიდნენ.
მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება.
ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.