გოგაშვილის დაკავებით, სისტემამ "ოცნების" წვერებს უთხრა, რომ ღალატი არ შეიძლება - ხაბეიშვილი

16.07.22 13:32
გოგაშვილის დაკავებით, სისტემამ "ოცნების" წვერებს უთხრა, რომ ღალატი არ შეიძლება - ხაბეიშვილი

სუს-ის ყოფილი შეფის დაკავებას ოპოზიცია ეხმაურება.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, გოგაშვილის დაკავებით, სისტემამ "ოცნების" წვერებს გაუგზავნა მესიჯი, რომ ღალატი არ შეიძლება.

ენმ-ს წევრი ამბობს, რომ რადგან გოგაშვილმა სისტემა ამხილა, სწორედ მაგიტომ მოხდა მისი დაკავება.

სოსო გოგაშვილის დაკავება იყო სადამსჯელო, საჩვენებელი ღონისძიება. „ქართული ოცნებისა და ხელისუფლების შიგნით კონკრეტული მესიჯი ადამიანებს, რომ რეჟიმის ღალატი არ შეიძლება, და თუ უღალატებ სისტემას, აუცილებლად დაისჯები. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებაში“ რღვევაა დაწყებული. სანამ გოგაშვილი სისტემის ნაწილი და დანაშაულებრივ საქმიანობაში თანამონაწილე იყო, მაშინ მის მიმართ არავის პრეტენზია არ ჰქონდა. როგორც კი სისტემა ამხილა, ერთმა დამნაშავემ მეორე დამნაშავე მაშინვე ის დაიჭირეს საჩვენებლად“. - ამბობს ხაბეიშვილი.
 

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია გვიან ღამით დაიწყო და იქ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.