ჩემსა და გოგაშვილს შორის მისი ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა - მეუფე იაკობი

16.07.22 18:58
ჩემსა და გოგაშვილს შორის მისი ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა - მეუფე იაკობი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს - წმინდა სინოდის წევრი უარყოფს, რომ გოგაშვილთნ მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაციის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრები მქონდა ხოლმე, მაგრამ 4-5 თვეზე მეტხანს შეხვედრა კი არა სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია. უბრალოდ მძიმე სიტუაციაშია ოჯახი, ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა, რომლის კომენტარსაც „იმედი“ ავრცელებს.

თეა მარტყოფლიშვილი ამტკიცებს, რომ  „4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო“.