ღარიბაშვილმა საკუთარი თავის გადასარჩენად ოჯახის წევრი გაწირა - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება
როგორ გაწირა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის გადასარჩენად საკუთარი ოჯახის წევრი - "ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით, ირკვევა, რომ ე.წ. კახური კლანის ბოსები, მოქმედი პრემიერი და ზვიად ჯანყარაშვილი ერთმანეთის მოსისხლე მტრებად პარტიის შავი სალაროდან მოპარულმა მილიონებმა აქცია.
ყველაფერი 2014 წელს დაიწყო, როცა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანს ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ივანიშვილის პატივისცემის ნიშნად მათ პარტიის საჭიროებისთვის სამი მილიონი დოლარი გასცა. "შაბათის ეთერის" წყაროს ცნობით, შეხვედრას ჯანყარაშვილის ცოლის კიდევ ერთი ნათესავი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედალაშვილი ესწრებოდნენ.
"შაბათის ეთერის" წყაროს მტკიცებით, ფული პარტიის ნაცვლად "კახურმა კლანმა" გაინაწილა - ამ ფულიდან, ერთ მილიონი დოლარი ირაკლი ღარიბაშვილმა აიღო, 400 ათასი გიორგი ზედელაშვილმა მილიონ 600 ათასი დოლარი კი ზვიად ჯანყარაშვილს ჩააბარეს. ჯანყარაშვილს ფული პარტიის არაოფიციალური ხარჯებისთვის უნდა გამოეყენებინა.
ბიზნესმენი, რომელმაც პარტიას დიდი ფული აჩუქა, ივანიშვილს კარგად იცნობს, ამიტომ თანხის გადაცემიდან მალევე ოლიგარქს თავად უთხრა, რომ მის პარტიას გვერდით დაუდგა და „ბიჭებს“ სამი მილიონი გაატანა.
ივანიშვილი ღარიბაშვილისგან ითხოვდა პასუხს, სად წავიდა თანხა, რადგან ფული პარტიაში მიტანილი არ იყო. "ტვ პირველის" წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამი მილიონიდან ერთი მილიონი ღარიბაშვილს ჰქონდა აღებული, ყველაფერი ჯანყარაშვილს გადააბრალა.
2014 წლის 9 დეკემბერს ზვიად ჯანყარაშვილის პარტია "ქართული ოცნება" დაატოვებინეს. ზუსტად 4 თვეში, თბილიში ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე მაღალსართულიანი კორპუსის მეწილეებს შორის ახალი ფიგურანტი, გია ქვრივიშვილი ჩნდება.
"ნოდარ მელაძის" შაბათის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ქვრივიშვილი ზვიად ჯანყარაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ჯანყარაშვილმა ისიც, საკუთარი სახელისა და გვარის დასაფარად გამოიყენა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ვაკეში მშენებარე 16 სართულიანი ბიზნეს ცენტრის 100%-იანი წილის მფლობელი ორხევის ტაძრის წინამძღვარი, მამა მელქისედეკია. მღვდელი მევლუდ მელქისედეკ ხვედელიძე კახური კლანის საძმოს ყოფილი წევრის ზვიად ჯანყარაშვილის სიმამრია.