სოსო გოგაშვილი ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება - ომბუდსმენის წარმომადგენლის პირველი კომენტარი
სოსო გოგაშვილი ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება - ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქეთევან ხვედელიანმა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსული ხვედელიანი ამბობს, რომ გოგაშვილს სავარაუდოდ დაკავების დროს, მიღებული აქვს სახის, ზურგისა და მუხლის არეში დაზიანებები.
მისივე თქმით, გოგაშვილი აცხადებს, რომ მას ორი იარაღი ჩხრეკის დროს ჩაუდეს.
თვითონ ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება. შეტყობინება არ ყოფილა მის მიმართ გაკეთებული, შესაბამისად, არ ელოდებოდა, თუ იგეგმებოდა მსგავსი სახის სპეცოპერაცია. სახეზე აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები", - თქვა ხვედელიანმა.
ამ წუთებში გოგაშვილთან მისი ადვოკატი ხვდება.