13-საათაინი სპეცოპერაციის უთქმელი დეტალები - (ვიდეო)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი 3 მუხლით არის დაკავებული, მათ შორის არის სსკ-ის 236-ე მუხლი და 157-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 157-ე მუხლი კი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ითვალისწინებს.
"ნოდარ მელაძის შაბათმა" სოსო გოგაშვილის ცოლთან, თეა დემეტრაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
"მეუღლეს ხელბორკილები შემოსვლისთანავე დაადეს, არც ადვოკატთან დამარეკინეს"- აცხადებს დემეტრაშვილს.
სოსო გოგაშვილის ცოლის მონაყოლით დგინდება, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის დასაკავებლად სამსახურიდან მისი გათავისუფლებული კადრი, გიორგი ღამბაშიძე გაუშვეს.
"ღამბაშიძე, რომელიც სამსახურიდან გოგაშვილმა გაუშვა, იყო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა მისი დაკავებისას"- აცხადებს გოგაშვილის ცოლი.