დამაკავეს არჩევნების გაყალბების სქემის გამოაშკარავების გამო! - სოსო გოგაშვილის პირველი გზავნილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ მისი დაკავება "არჩევნების გაყალბების სქემის გამოაშკარავებას" უკავშირდება.
სუს-ის ექს შეფი აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების კონკრეტული სქემები და შემაჯამებელი დოკუმენტები "სანდო ხელშია და დღის სინათლეს რამდენიმე დღეში იხილავს".
ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მისი დაკავება ბოლო პერიოდში მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას უკავშირდება, ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს, როგორც ის აცხადებს, ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე, კონკრეტული, შემაჯამებელი დოკუმენტი და სქემები აქვს, თუ კონკრეტულად რა და როგორ ხორციელდებოდა არჩევნების პროცესში. ის აღნიშნული დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას რამდენიმე დღის განმავლობაში აპირებდა და როგორც თავად აცხადებს, ეს დოკუმენტი, დღის სინათლეს რამდენიმე დღეში მაინც იხილავს. სწორედ ამის გამო, იმ პოსტის გამო, რომელიც მის მიერ გამოქვეყნდა დაახლოებით, ორი დღის წინ, ამ ყველაფრის პრევენციისათვის მოხდა მისი დაკავება"- განაცხადა ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსულმა ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.