რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 23 945 ერთეული უძრავი ქონება შეიძინეს

16.07.22 22:27
რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში  23 945 ერთეული უძრავი ქონება შეიძინეს

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების სრული ბუმია - "შაბათის ეთერმა" ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებული უშველებელი რიგები გადაიღო. 

ტრანზაქციები რეკორდულია, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, რუსეთის 18 700-მა მოქალაქემ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან (ორი კვირის მონაცემებით)საქართველოში  23 945 ერთეული უძრავი ქონება შეიძინა. 24 საათში 17 000 ავტომობილის გატარება უწევთ ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს. 

ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიან, ამბობენ, რომ ჯოჯოხეთის გზა გაიარეს, რადგან რიგში 24 საათზე მეტის დაყოფა უწევთ. 

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთის იმ მოქალაქეების რიცხვი წლიდან-წლამდე იზრდება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ლეგალურად ცხოვრების უფლების ცნობას აძლევს. 

ამასთან, "შაბათის ეთერს" უკავშირდებიან ადამიანები, რომლრბიც ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეები მათ ბინებში შედიან, არ იხდიან ქირას  და უკან არ გამოდიან. 

გათვლილი აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას რისკები - ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟი: