სოსო გოგაშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინშია - ოჯახი სამედიცინო ექსპერტიზას ითხოვს

17.07.22 11:06
სოსო გოგაშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინშია - ოჯახი სამედიცინო ექსპერტიზას ითხოვს

სოსო გოგაშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. სუს-ის ყოფილ შეფს ბრალის დადგენილებას სავარაუდოდ, რამდენიმე საატშ გააცნობენ. უკვე მეორე დღეა ყოფილ სამსახურში ყოფილი ბოსი დაკავაბულის სტატუსით არის მოთავსებული.

გოგაშვილის ადვოკატი იმ მუხლებზე საუბრობს, რომელსაც სოსო გოგაშვილს წარუდგენენ.

სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში, 10 დღეში ეს დოკუმენტები, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი კონკრეტულად რაზეა საუბარი, იხილავს დღის სინათლეს. რაც შეეხება ბრალს, მე მქონდა დღეს კომუნიკაცია აღნიშნული საქმის ერთ-ერთ პროკურორთან და როგორც მან მითხრა, დღეს მოხდება ბრალის წარდგენა, თუმცა კონკრეტულად რომელ საათზე, ჯერჯერობით უცნობია. ეს არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, ცეცხლსასროლი იარაღს უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და ასევე, არის ერთ-ერთი მუხლი, რომელიც შეეხება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით პირადი კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტაციის შეგროვებას, - ამბობს  რამაზ ჩინჩალაძე.

გოგაშვილის იჯახის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. არსებული ინფორმაციით, სოსო გოგაშვილს დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და სუნთქვა უჭირს. 

ამ დრომდე არ გვაქვს ჩენ რენდგენის პასუხი. არადა, როცა მიჰყავდათ, მაშნვე ვუთხარი გამომძიებელს, რომ გადაუღეთ რენდგენი, იმიტომ, რომ სტკივა ჩასუნთქვის დროს. ეზოში როცა დააგდეს მამაჩემი, მაშნვე იყვირა მამაჩემმა, რომ "ბავში ხომ არ გგონივარ, გაწიე, რაზე მადებინებ ხელსო". იარაღზე დაადებინეს ხელი...როგორც აქვთ სისხლში გამჯდარი საქმის შეკერვები, ასევე შეუკერეს მამაჩემსაც. სახშ რაც უთქვამს ჩემთვის მამაჩემს იყო, რომ "ნუ გეშინიათ, შემართებით იყავით, არჩევნების თემაზე უკვე ყველა დიპკორპუსს აქვს ინფორმაცია და მე რომ სულ 10 წელი მომიწიოს ჯდომა, ისინი მაინც იმოქმედებენ, - თქვა სოსო გოგაშვილის შვილმა, ნიკოლოზ გოგაშვილმა.

რაც შეეხება გოგაშვილის აყვანის სპეცოპერაციას, ოჯახის წევრები მას "უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს" უწოდებენ. მათ თქმით, ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული, მათ შორის, ისიც, სად უნდა ჩაედოთ სუსის ყოფილი შეფისთვის იარაღი.

ოჯახი პირდაპირ ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი პოლიტპატიმარია. 

ჩვენი ოჯახი, რაც ჩემი მეუღლე წამოვიდა, 2018 წლის 21 აგვისტოდან, იმის მერე ტერორშია. საქართველოშ ჩვენ იმედი არ გვაქვს, რომ დავამტკიცოთ თუ როგორ ჩაუდეს ჩემს მეუღლეს 2 იარაღი, ფლეშკები, დისკები, მეხსიერების ბარათები, ლეპროპი "ლენოვო", რაღაცა თხელი, რომელიც პირველად ვნახეთ, ეს ყველაფერი და წერილობითი დოკუემნტაცია, რომელიც მე ჩემი თვალით ვნახე. ამათ უკვე დაგეგმილი ჰქონდათ, ამათ იცოდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო. დავალება ჰქონდათ ასეთი, რომ უნდა შემოსულიყვნენ გოგაშვილების ოჯახში ნამდბილად ლიკვიდაცია უნდა მოეხდინათ ჩვენი. აბა, სხვანაირად ვეღარფერი გააკეთეს, - ამბობს გოგაშილის მეუღლე. 

საგამოძიებო უწყება კი ირწმუნება, რომ  დაკავებულთან ვიზიტორების სიმრავლის გამო, მისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.