ძველ ხელისუფლებასა და ამ ხელისუფლებას შორის ზღვარი აღარ არსებობს - ჭიჭინაძე
მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარეს დავით ჭიჭინაძეს არ სჯერა, რომ სუს-ის ყოფილ შეფს, სოსო გოგაშვილს სახლში არალეგალური იარაღი ჰქონდა.
დავით ჭიჭინაძე პარალელს წინა ხელისუფლებასთანა ვლებს და ამბობს, რომ მოქმედ ხელისუფლებასა და ძველ ხელისუფლებას შორის ზღვარი აღარ არსებობს.
ჩვენ ვნახეთ ის კადრები დაპატიმრების და შემდეგ ის განცხადებები, რომ თურმე მთავარი დანაშაული ყოფილა ავტომატი რომ ჰქონია ადამიანს სახლში. იმიტომ, რომ გასაოცარია, როცა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს, თანამდებობის პირს აქვს სიცოცოხლის ბოლომდე იარაღის ტარების უფლება და ავს რამდენიმე ლეგალური იარაღი, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ მას ჰქონდეს არალეგალური იარაღი, მაგრამ "ოცნება" ძველ ხრიკებს მიმართავს. როგორც ადრე იჭერდნენ ადამიანებს პოლიტიკურად არასაჭიროებს, იგივე მეთოდით აგრძლეებს და კიდევ ერთხელგამოჩნდა, რომ ზღვარი ძველ ხელისუფლებასა და ახალ ხელისუფლებას შორის აბსოლუტურად წაშლილია, - თქვა ჭიჭინაძემ.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ორი დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.