24 საათი რიგგარეშე სესიამდე - "ოცნება" ისევ პოლიტიკური ჭირვეულობის რეჟიმშია
რიგგარეშე სესიის დაწყებამდე 24 საათზე ნაკლები დრო რჩება. ხვალ დილიდან პარლამენტი მოვლენების ეპიცენტრად უნდა იქცეს, თუმცა, სავარაუდოდ, სესია ჩავარდება. "ქართული ოცნება" ისევ პოლიტიკური ჭირვეულობის რეჟიმაშია.
მმართველი პარტიის წევრებმა სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილება დაუწუნეს და თქვეს, რომ რიგგარეშე სესიის მოწყოაბს აზრი არ აქვს.
ცუდია, როესაც პრეზიდენტი არ ეთანხმება მმართველი გუნდის დღის წესრიგს და ეთანხმება იმ ოპოზიციის დღის წესრიგს, ვინც ამბობს, რომ ჩვენ მმართელ პარტიასთან ერთად არაფერზე არ ვიმუშავებთ. რა აზრი აქვს ასეთის ესიის მოწვევას? ეს არის კლასიკური პროვოკაცია, რომ ასეთი ნაბიჯებით ჩაშალონ სამუშაო პროცესი, - ამბობს მმართელი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი.
სხვაგვარად უყურებს საკითხ ოპოზიცია. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესიის ჩატარება იქნება იმის მტკიცებულება, რომ ქვეყანამ დეპოლარიზაცია მოახერხა.
ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ იმ ფორმატშიც მონაწილეობა, რომელიც ოპოზიციის ინიციატივით შედგა, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ფორმატი, მათ შორის, რიგგარეშე სესია, ხელს შეუწყობს ამ 12 პუნქტის შესრულებას და იქ მითითებული პირობების დაჩქარებას, ქინება ხმოლო და მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი, - ამბობს "საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თხოვნით 13 ივლისს მიმართეს. საუბარია იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაზე, რომელიც ევროკომისიამ საქარტველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად გასცა.