არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 25 ივლისს გასაჯაროვდება - გოგაშვილის ადვოკატი
არჩვენების გაყალბებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 25 ივლისს გასაჯაროვდება - სკანდალური განცხადება ცოტა ხნის წინ სოსო გოგაშვილის ადვოკატმა გაავრცელა. დიმიტრი ღონღაძის თქმით, გოგაშვილი ასევე, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაციის ეტაპობრივად გავრცელებასაც გეგმავს.
ის ამ უკანონო დაკავებას უკავშირებს მის აქტიურობას, მის დაანონსებულ გაცხადებულ ფაქტებს, რომ იგი აპირებდა საჯაროდ გამოქვეყნებას. ფლობს ინფორმაციას და ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაიწყებს... მას აქვს გარკვეული გეგმა და ეტაპობრივად გააჟღერებს და ეს ინფორმაციები არ შეეხება მარტო, არ შემოიფარგლება მარტო არჩევნებზე. ის აპირებს, რომ მისი განმარტებით, ის მოახდენს ხელისუფლების თითქმის ყველა შტოს მხილებას, - თქვა ინტერესების დამცველმა.
ცნობილი ხდება ასევე, რომ სუსის ყოფილს უფროსს ბრალს დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ. ელოდებიან გოგაშილისთის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებასაც.
სუს-ის ყოფილ უფროსს ახლა სამი მუხლით ასამართლებენ: სამსახურეობრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენება, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელება და იარაღის უკანონო შენახვა-ტარება.