გოგაშვილი აიყვანეს მხოლოდ იმიტომ, რომ სისტემამ თავი გადაირჩინოს - პაატა მანჯგალაძე

17.07.22 13:33
გოგაშვილი აიყვანეს მხოლოდ იმიტომ, რომ სისტემამ თავი გადაირჩინოს - პაატა მანჯგალაძე

გოგაშვილი აიყვანეს მხოლოდ იმიტომ, რომ სისტემამ თავი გადაირჩინოს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, გოგაშვილი მაში, როდესაც უკანონობის გამჟღავნების რისკები შეიქმნა. 

პირადი ცხოვრების ხელყოფის გამო არავის დაუკავებია გოგაშვილი. გოგაშვილი დააკავეს მაშინ, როცა სისტემა გატყდა და შეიქმნა უკანონობის გამჟღავნების რისკები. გოგაშვილი აიყვანეს მხოლოდ იმიტომ, რომ სისტემამ თავი გადაირჩინოს. რაზეა ლაპარაკი, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე, სხვადასხვა მტკიცებულებებზე, რომელიც ხორციელდება დღესაც, პირდაპირ გეუბნებით, "ქართული ოცნების" ლიდერების დაკვეთით, თვალთვალი, დაკვეთა, უსმენენ ყველას, უსმენენ მღვდლებს, სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, უსმენენ ელჩებს, - თქვა პაატა მანჯგალაძემ.